Sunday, June 26, 2011

აპრილი

ჩვენს სკოლაში ქართული ენის კვირეული დაიწყო. მოეწყო ერთი ლექსის საღამო (პედაგოგი თეა ფანჩულიძე),  კედლის გაზეთების გამოფენა.



















ჩვენი გამარჯვებულები

VII-XI კლასებში ჩატარდა სასკოლო წერა ,,ო, ენავ, ჩემო!" წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
III და IV კლასის (აზერბაიჯანული სექტორი) მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს ქართული ენის დღეს (პედაგოგი ლ.ბერაძე)
IV კლასის (აზერბაიჯანული სექტორი) მოსწავლეებმა (პედაგოგი მ. ლიპარტელიანი) წარმოადგინეს ზღაპარი ,,გოჭანჭურის ოინი". ღონიაძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
რუსული სექტორის VI-IX კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ღონისძიება ,,ქართული ენა დედაა ჩვენი"
VI კლასის (აზერბაიჯანული სექტორი) მოსწავლეებმა ქართულ ენაზე თარგმნა აზერბაიჯანული ზღაპარი ,, არმუდანი და მელა" და წარმოადგინეს სცენაზე (პედაგოგი თ.ხუციშვილი). ამავე კლასმა მოაწყო ღონისძიება ქართული ენის დღესთან დაკავშირებით.



No comments:

Post a Comment