Sunday, June 26, 2011

IXა კლასის  მოსწავლე თორნიკე ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პროექტებში.
პროექტისათვის ,,ასე უყვარდათ საქართველოში" დაჯილდოვდა გრან–პრით.
I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა თორნიკეს მე–2 პროექტიც, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის უცნობი სატრფიალო ლექსის მოძიებასა და დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციას.
I ხარისხის დიპლომი გადაეცა IXბ კლასის მოსწავლეს – რომან ლევიძეს პროექტისათვის ,,ჩემი ასაშენებელი სოფელი"
გრან–პრით დაჯილდოვდა IXბ კლასის მოსწავლე შმაგი აფაქიძე პროექტისათვის ,,საუკეთესო კალიგრაფი". მან შეძლო ,, ვეფხისტყაოსნის" ტექსტის ორიგინალური გადაწყვეტა. (პედაგოგი ლ.მამალაძე)

16 ივნისს ჩატარდა  IX_XI კლასელთა გამოცდა. კათედრის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ ტესტებს წარმატებით გაართვეს თავი მოსწავლეებმა და აღსანიშნავია, რომ უმაღლესი შეფასება, ბევრმა დაიმსახურა.
1 ივნისი

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით პატარა, მაგრამ საინტერესო ღონისძიება გაიმართა III (აზერბაიჯანული სექტორი) კლასში. (პედაგოგი შ.კოკოლაშვილი)
9 მაისს – გამარჯვების დღეს მიეძრვნა IV კლასელთა (რუსული სექტორი) ღონისძიება ,,ჩვენ გვინდა მშვიდობა". მოსწავლეები შეხვდნენ ომის ვეტერან გმირ ქალბატონ ნატალია სანობეს.
13 მაისს დიდი ღონისძიება გაიმართა ჩვენს სკოლაში. სიყვარულის დღეს მიეძღვნა ლიტერატურული კომპოზიცია – ,,სიყვარულო, ძალსა შენსა" (პედაგოგი მ.ჩიტაძე), რომელშიც მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
IXა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ,,საქართველო არის ესე" (პედაგოგი ლ.მამალაძე). მონაწილეობას მოსწავლეების გარდა მშობლებიც და მასწავლებლებიც იღებდნენ.
14 მარტს Xა კლასში (პედაგოგი ლ.შუბითიძე) ჩატარდა დისკუსია, თემაზე – ,,როგორ უნდა ვიზრუნოთ სულზე". მოსწავლეებმა ბიბლიურ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს სულის სიმდიდრის მოპოვების სხვადასხვა გზებსა და საშუალებებზე.